понедельник, 30 июня 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს გავიხსენე წინა ტრენინგზე განხილული თემები,გავეცანი საავტორო უფლებების ფორმატს,ვიმუშავე მოდულ 3-ზე, ვისწავლე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა,გავეცანი პორტფოლიოს პრეტენზაციის ნიმუშს და ვისწავლე ახლის შექმნა ჩემი პროექტისათვის.ვისწავლე ინტერნეტიდან საჭირო ვებგვერდის მისამართის მითითება,ფოტოების გადმოწერა და შენახვა.

воскресенье, 29 июня 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს საინტერესო სიახლეები იყო . განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ღრმად ჩავწვდი ზოგად,თემატურ და შინაარსობრივი  შეკითხვების არსს,რაც დამეხმარა პროექტისათვის საჭირო  კითხვების სწორად შერჩევაში. გავეცანით მოსწავლეთა წინასწარი ცოდნის შეფასებას, მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას და ამის გათვალისწინებით პროექტში შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას.
დძალიან საჭირო და პრაქტიკულად გამოსაყენებელი მასალაა.კმაყოფილი ვარ .,მადლობა რუსუდანს.

вторник, 24 июня 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღემ საინტერესოდ ჩაიარა,დაღლა არ მიგვრძნია.ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ პროექტზე მუშაობას.გავეცანი მეორე მოდულს-,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"-ს,  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე მუშაობას.  მის გამოყენებას და მისადაგებას ჩემი პროექტისადმი. განვხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ძალიან კმაყოფილი ვარ.

воскресенье, 22 июня 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

ჩავერთე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგში.ვსწავლობ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას,რაშიც მეხმარება სახელმძღვანელო.გავეცანი პროექტისდაგეგმას,შევქმენი პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდეები,ვისწავლე სამიზნე ცხრილის,პორტფოლიოს რუბრიკის მიზანმიმართული გამოყენება,პუბლიკაციის მომზადება და ელექტრონული ფოსტის დახმარებით ბლოგების შექმნა.მაქვს საშინაო დავალება,სიამოვნებით შევასრულებ.
ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგია. მადლობა!