среда, 9 июля 2014 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს გავეცანით ინტერნეტ სივრცეში ინფორმაციის შენახვის საშუალებას,დრაივს.ვისწავლე მასალის ატვირთვა.ჩემი ელექტრონული პორტფოლიოს სხვისთვის გაზიარება,
ზოგადად,ამ ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა,რასაც სასწავლო პროცესში ეფექტურდ გამოვიყენებ,

ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

вторник, 8 июля 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

განვიხილეთ  დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები,ვისწავლე დიფერენცირებული მუშაობისათვის ხელშემწყობი შეფასების ფორმები,განვიხილეთ მოსწავლეთა მხარდამჭერი შაბლონები და ფორმები.გავაანალიზე პროექტის გეგმა.დატვირთული  და პროდუქტიული დღე იყო.

понедельник, 7 июля 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს მოვისმინე მსმენელების მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაციები  , გავეცანით  მეხუთე მოდულს, მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. გავეცანი სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს და გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო შეფასებების რუბრიკები.აქტიურად ვიყავი  ჩართული დისკუსიაში,გავითვალისწინე კოლეგების რჩევები.დღევანდელი ტრენინგი არა მარტო პროექტის ,არამედ  სხვადასხვა დროს მოსწავლეთა შეფასებების დროსაც გამომადგება. 

вторник, 1 июля 2014 г.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე დავიწყეთ გუშინდელი მასალის მიმოხილვით,გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.ვიმუშავე მეოთხე მოდულზე-სასწავლო ნიმუშების შექმნა.გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის ტექნიკას,დავათვალიერე გაზეთის ნიმუშები,ავირჩიე ერთ-ერთი და word-ის შაბლონები გამოვიყენე გაზეთის ასაწყობად.ძალიან გამიტაცა ამ საქმიანობამ,გაზეთში ფოტოები და დიაგრამებიც გამოვიყენე.კარგია!

понедельник, 30 июня 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს გავიხსენე წინა ტრენინგზე განხილული თემები,გავეცანი საავტორო უფლებების ფორმატს,ვიმუშავე მოდულ 3-ზე, ვისწავლე დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა,გავეცანი პორტფოლიოს პრეტენზაციის ნიმუშს და ვისწავლე ახლის შექმნა ჩემი პროექტისათვის.ვისწავლე ინტერნეტიდან საჭირო ვებგვერდის მისამართის მითითება,ფოტოების გადმოწერა და შენახვა.

воскресенье, 29 июня 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

დღეს საინტერესო სიახლეები იყო . განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ღრმად ჩავწვდი ზოგად,თემატურ და შინაარსობრივი  შეკითხვების არსს,რაც დამეხმარა პროექტისათვის საჭირო  კითხვების სწორად შერჩევაში. გავეცანით მოსწავლეთა წინასწარი ცოდნის შეფასებას, მოსწავლეთა საჭიროებების დადგენას და ამის გათვალისწინებით პროექტში შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას.
დძალიან საჭირო და პრაქტიკულად გამოსაყენებელი მასალაა.კმაყოფილი ვარ .,მადლობა რუსუდანს.

вторник, 24 июня 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

დღემ საინტერესოდ ჩაიარა,დაღლა არ მიგვრძნია.ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ პროექტზე მუშაობას.გავეცანი მეორე მოდულს-,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა"-ს,  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე მუშაობას.  მის გამოყენებას და მისადაგებას ჩემი პროექტისადმი. განვხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ძალიან კმაყოფილი ვარ.

воскресенье, 22 июня 2014 г.

ტრენინგის მეორე დღე

ჩავერთე ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგში.ვსწავლობ ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას,რაშიც მეხმარება სახელმძღვანელო.გავეცანი პროექტისდაგეგმას,შევქმენი პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდეები,ვისწავლე სამიზნე ცხრილის,პორტფოლიოს რუბრიკის მიზანმიმართული გამოყენება,პუბლიკაციის მომზადება და ელექტრონული ფოსტის დახმარებით ბლოგების შექმნა.მაქვს საშინაო დავალება,სიამოვნებით შევასრულებ.
ძალიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგია. მადლობა!